საზოგადოება
11.06.2024 12:07
„ხელოვნება საზღვრების გარეშე“ - საერთაშორისო კინო და თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეთა მიღება იწყება

საერთაშორისო კინო და თეატრალური ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, მონაწილეთა მიღება იწყება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტში ჩართვა შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებებით: კინოს და თეატრის სამსახიობო ხელოვნება; ფილმის გადაღება-მონტაჟი; ცეკვის და სიმღერის სხვადასხვა ჟანრი.

„თუ გსურს გამოავლინო შენი ნიჭი, გახდე მსახიობი, მონაწილეობა მიიღო ფილმის გადაღებებში და საერთაშორისო სპექტაკლებში, ასევე, გამოავლინო შენი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიჭი, მაშინ ეს საერთაშორისო ფესტივალი შენთვისა.

ღონისძიების საერთაშორისო წარმომადგენელია Art Junction Foundation. რაც შეეხება ფესტივალის ადგილობრივი პატრნიორებს, გორის მუნიციპალიტეტის მერია, „ჭკვიანი მომავალი“, კონფლიქტების გადაწყვეტისა და შერიგების საერთაშორისო ფონდი, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზენ სტუდია(Zen Studio) არიან“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგრანტო კონკურსის - „საჯარო დიპლომატია 2024“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება

პროექტით დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე.

კვირის ამბები