ვეტერანთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გორელმა ძიუდოისტებმა ორი - ოქროს, ერთი - ვერხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონები პაატა მერებაშვილი (66 კგ.) და გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ.) გახდნენ.
ვერცხლის მედალს ნიკო ხაბელაშვილი (66 კგ.) დაეუფლა. ზვიად კაპანაძე (100 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის პრიზიორია.
აღსანიშნავია, რომ პაატა მერებაშვილი ახალგაზრდებსა და 23 წლამდელებშიც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ვეტერანთა შორის კი, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
რაც შეეხება გიორგი პაპუნაშვილს, სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონი და გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია, ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე კი პირველად იასპარეზა, ხოლო ზვიად კაპანაძე საქართველოს რამდენიმე გზის პრიზიორია.
ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატი სარაევოში (სერბეთი) ჩატარდა.