ფარვიზ გაგუას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა ერთი - პირველი და სამი მესამე ადგილი დაიკავეს.
ერეკლე ქართველიშვილმა (62 კგ.) ასპარეზობა პირველი ადგილით და გამარჯვებულის ტიტულით დაასრულა.
ალეკო ტლაშაძე (32 კგ.), გიორგი კურტანიძე (52 კგ.) და ამირან გერმანოზაშვილი (62 კგ.) კი მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოჭიდავეებთან ერთად, სომხეთის და ყაზახეთის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
ფარვიზ გაგუას სახელობის საერთაშორისო ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს