

ტურისტული სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით, გორში, ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს და „ჩეხეთის ცენტრი თბილისის" ორგანიზებით ჩატარდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივი განვითარების სფეროებში ტურიზმის როლზე და მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით, სოციალური მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ორგანიზატორები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და გამოცდილების გაზიარების კუთხით შეხვედრებიც დაგეგმეს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.