საზოგადოება
11.03.2020 12:00
გორის უნივერსიტეტი დისტანციური სწავლებისთვის ტექნიკურად მზად არის

საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებების ნაწილმა, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება დისტანციური სწავლების მეთოდის შემოღების შესახებ.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  კანცლერის, გიორგი ხორბალაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების მეთოდის დასანერგად ტექნიკურად მზად არის. მისი განცხადებით, უნივერსიტეტს გააჩნია შესაბამისი აღჭურვილობა, თუმცა, ჯერჯერობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

როგორც GMnews-ისთვის ცნობილია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დღეს გაიმართება შეხვედრა, რომლის მიზანიც იქნება ამ საკითხის განხილვა, სამოქმედო გეგმის დასახვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

საქართველოში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

კვირის ამბები