

ტურიზმის საბაზრო სისტემის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე ტურისტული ბიზნესებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა დააფინანსებს საგრანტო პროექტებს, განახორციელებს ტექნიკურ დახმარებას და თანაინვესტირებას მიზნობრივ თემებში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ტურისტული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების პროდუქტიულობის გაზრდას გამოიწვევს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 12 ივლისია, ხოლო კონკურსში მონაწილეობის მსურველმა დამატებითი ინფორმაცია შეუძლია მიიღოს ელფოსტის - grants @ cnfageorgia. org საშუალებით (კითხვების გაგზავნის ბოლო ვადაა 28 ივნისი).
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.