საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.
ამ დრომდე არსებული მონაცემებით, ახალ კორონავირუსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4095 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირდა 116 736 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 64 752.
კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის შემთხვევების უდიდესი ნაწილი ჩინეთში, იტალიასა და ირანში ფიქსირდება.
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 115 ქვეყანაშია გავრცელებული.