გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად ხვალ, 31 მაისს გაიხსნება.
საზეიმო ღონისძიებები გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ გაიმართება.
აქტივობები 13:00 საათზე დაიწყება.
როგორც „გორის მაცნესთან“ საუბარში გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.
„მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ. ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებით, ასევე, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად, აქტივობაში ჩაერთვებიან საბავშვო ბაღები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის თემატიკით საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ“, - აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება