საზოგადოება
10.03.2020 14:18
ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ, ახალშობილს ბარბარე დაარქვეს

2018 წლის ოქტომბერში, გორში მოკლული 10 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ. ახალშობილს ბარბარე დაარქვეს. პატარა ბარბარე გორში, ,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაში“ დაიბადა. გოგონას მამის, მიხეილ ბერიაშვილის თქმით, ჩვილი ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემით დაიბადა და იგი თბილისში, ჯოენის კლინიკაშია გადაყვანილი.

,,ყველა გვერდში გვიდგას, საჭირო გახდა გარკვეული ტექნიკური საკითხების მოგვარებაც, რაშიც დახმარება გაგვიწიეს პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კერძოდ - მიშა მთვარელიძემ, ასევე, დედის და ახალშობილის მდგომარეობის მიმართ ყურადღებას იჩენენ შიდა ქართლის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ,,გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელობა რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით“, - განაცხადეს ბერიაშვილების ოჯახში.

,,მშობიარობა ნაადრევად დაიწყო, წინასწარი დადეგმვის გარეშე საჭირო გახდა საკეისრო კვეთის გაკეთება. ოპერაციამ სტაბილურად ჩაიარა, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ, თუმცა, მუცლადყოფნის პერიოდშივე დიაგნოსტირებული იყო, რომ გოგონას გარკვეული ჩარევა დასჭირდებოდა, ამიტომ, მიზანშეწონილად ჩაითვალა ახალშობილის თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ექიმმა გივი მალიაშვილმა.

კვირის ამბები