გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში (მშვიდობის გამზირი №12/ა) კონცერტი - „მშვიდობა თქვენდა“ გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ბესიკ კალანდაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ კობეშავიძე, მაკა და მიშა ქაჯაიები.
მუსიკალური საღამო საპროდიუსერო კომპანია „ორი ჯუჯა და მეგობრების“ ინიციატივით ტარდება და 9 ივნისს 17:30 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა-დაჯავშნა შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 599 97 80 68; 555 14 61 11.