საზოგადოება
24.05.2024 10:27
წმინდაწყლის დასახლებაში გვერდწითელის ქუჩის მოწყობა დასრულდა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მოწყობა დასრულდა.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი ცხინვალის გზატკეცილს და ტყვიავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით განხორციელდა და ერთ კილომეტრამდე სიგრძის ქუჩა ცხინვალის გზატკეცილს და ნადირაძის ქუჩებს აკავშირებს.

პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტრანსპორტის სავალ ნაწილს,  მოეწყო ტროტუარები, საგზაო მოძრაობის ნიშნები.

დღემდე, ნადირაძის და გვერდწითელის ქუჩებზე მოხვედრა მხოლოდ ტყვიავის ქუჩის გავლით იყო შესაძლებელი. ორივე ქუჩაზე წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილია კონცენტრირებული და აღნიშნული პროექტი ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას, მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ გორის მერიაში. 

შეგახსენებთ, ახალი ქუჩა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით მოეწყო.

კვირის ამბები