საზოგადოება
10.03.2020 12:31
სასმელი წყალი კორონავირუსით ინფიცირების პრევენციისთვის - ექიმების რეკომენდაცია

ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 104 ქვეყანაში ფიქსირდება. იქიდან გამომდინარე, რომ  COVID-19-ის ვაქცინა ჯერ არ არსებობს, მედიკოსების მხრიდან მთავარი აქცენტი ვირუსული ინფექციით ინფიცირების პრევენციის გზებზე კეთდება.

მაგალითად, იაპონელი ექიმები COVID-19- ს პროფილაქტიკისთვის რეკომენდაციას უწევენ წყლის ინტენსიურ რეჟიმში დალევას. მათი რეკომენდაციით, თითოეულმა ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ადამიანის პირის ღრუ და ყელი ყოველთვის ტენიანი იყოს და არა მშრალ მდგომარეობაში. იაპონიის მედიკოსთა ასოციაციის წარმომადგენლები გვირჩევენ - ყოველ 15 წუთში, რამდენიმე ყლუპი სუფთა წყალი მივიღოთ. ეპიდემიოლოგებისა და ვირუსოლოგების მოსაზრებით,  პირის ღრუში მოხვედრის შემთხვევაში, ვირუსი დაუყოვნებლივ არ გადადის ლორწოვან გარსსა და სასუნთქ გზებში, ამას გარკვეული დრო სჭირდება, წყლის მეშვეობით კი, სწრაფად გადაინაცვლებს მომნელებელ სისტემაში, სადაც იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღარ არის, როგორც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის პირველ წუთებში.

კვირის ამბები