საზოგადოება
10.03.2020 12:09
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სადეზინფექციო დისპენსერებს შეიტანენ
საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის 42 სკოლაში, რომლებსაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მექანიკურ დისპენსერებსა და სადეზინფექციო ხსნარს შეიტანს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჰიგიენური ნორმები ნაკლებადაა დაცული იმ საჯარო სკოლებში, სადაც წყალმომარაგების სისტემა არ არის შენობის შიგნით, სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა, მექანიკური დისპენსერები და სადეზინფექციო ხსნარები შემოიტანოს. ჩვენს მუნიციპალიტეტში სკოლის 42 ასეთი შენობა გვაქვს. ამ დროისთვის, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შენობების სანიტარულ-ჰიგიენური დამუშავება და პროცესი მომდევნო ორი დღის განმავლობაში დასრულდება“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.
საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყო და16 მარტამდე გაგრძელდება. არდადეგების შესაძლო გაგრძელების თაობაზე, ამ დროისთვის ახალი რეკომენდაცია გაცემული არ არის.
კვირის ამბები