

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ახალგაზრდებისთვის მორიგი პროექტი იწყება.
ადგილობრივი თვითმმათველობის ინფორმაციით, „თემის მედეგობის ბილიკები 2“-ში მონაწილეობა 15-დან 30-წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ და კონკურსის წესით შერჩეული 30 აპლიკანტი პირველ ეტაპზე გაივლის ვორქშოპს თემაზე - „სწრაფი რეაგირების მექანიზმები კლიმატური რისკების ინდენტიფიკაციის და პრევენციისთვის“.
„ხუთთვიანი პროექტის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ თემებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების და მედეგობის გაძლიერების მიზნით, ახალგაზრდები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და სწრაფი რეაგირების ჯგუფების შექმნაზე იზრუნებენ.
ინიციატივა ორგანიზაციასთან - „ქალი და განვითარება“ თანამშრომლობით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა, 31 მაისის ჩათვლით, უნდა დარეგისტრირდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.