საზოგადოება
10.03.2020 10:06
იტალიის მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი თავშეყრა აიკრძალა

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში საკარანტინო ზომები მკაცრდება. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრა. დაიხურა ყველა ტურისტული ობიექტი, კაფე, რესტორანი, სასწავლო დაწესებულება. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, მოსახლეობას მოუწოდებენ, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

წუხელის, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 100-მდე ადამიანით გაიზარდა და დაღუპულთა რაოდენობა 470-ს აღწევს.

კვირის ამბები