გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. დღეს, 15 მაისს, 19:00 საათზე გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე თეატრისმოყვარულებს მსოფლიო სასიყვარულო ლიტერატურულ პოეზიაზე აგებული სპექტაკლს სახელწოდებით - „სიყვარულო ძალსა შენსა“ წარუდგენს.
„ჩვენ ვიხსენებთ იმ დიდ პოეტებს, რომლებმაც მისცეს აზრი ცხოვრებას და რისთვისაც შემდეგში ღირს ბრძოლა. ბევრს ჰგონია, რომ სულიერი საკვები ნაკლებ მნიშვნელოვანია. არადა, ეს არის პირველხარისხოვანი მოთხოვნა და ამჯერადაც ჩვენი სათქმელი სცენიდან“, - აღნიშნა სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა.
საპრემიერო ჩვენება 19:00 საათზეა დაგეგმილი.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5