1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ 1994 წლის 15 მაისიდან ყოველწლიურად აღენიშნა ოჯახის საერთაშორისო დღე. თარიღის დაწესების მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე, განსაკუთრებით იმ ოჯახებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებების შედეგად, გახდნენ სიღატაკის და შიდსის მსხვერპლნი.
„ოჯახები, რომლებიც იბრძვიან არსებობის ელემენტარული პირობებისთვის, საჭიროებენ მხარდაჭერას და ასეთი მხარდაჭერა უნდა მიიღონ. როდესაც ილახება ერთი ოჯახის ძირითადი უფლებები, მაშინ საფრთხე ექმნება ასევე კაცობრიობის ერთიან ოჯახს, რომლის წევრები ჩვენ ყველანი ვართ“, - განაცხადა გაეროს იმჟამინდელმა გენერალური მდივანმა კოფი ანანმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.