საზოგადოება
09.03.2020 21:58
არ მიყვარს ემიგრაციული პოსტების წერა, მაგრამ ისეთი რთული მდგომარეობა შეიქმნა იტალიაში, იძულებით ვწერ - ემიგრანტის წერილი ქართველებს

ვაკვირდები და სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები - აქ ასე კატასტროფული სიჩქარით იმიტომ გავრცელდა ვირუსი, რომ იტალიელებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აკლიათ ჩვენსავით - წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი, ემიგრაციაში მყოფი ლალი იმედაშვილი.  

,,არ მიყვარს ამ ემიგრაციული პოსტების წერა, მაგრამ ისეთი რთული მდგომარეობა შეიქმნა იტალიაში და მეც ძალაუნებურად ამ მდგომარეობის მძევალი აღმოვჩნდი, იძულებით ვწერ. გუშინ, ოჯახს, რომელთანაც ვმუშაობ, ესტუმრა  ერთ-ერთი შვილი, 60 წელს გადაცილებული კაცი, გაციების სიმპტომებით, ცხვირზე ცხვირსახოცს კი იფარებდა შიგდაშიგ, მაგრამ ძირითადად ღიად სუნთქავდა.  სულაც არ მინდოდა, მაგრამ გაცნობის ნიშნად ხელიც ჩამომართვა. დღეს მისიანებმა გაიგეს, რომ კორონავირუსი დაუდგინეს წუხელ მაღალი ტემპერატურის გამო. საავადმყოფოებში ადგილი არ ყოფნით და სახლში მკურნალობენ. ასეთი რამ ჩვენთან რომ მოხდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, ან მედპერსონალს რა დღეში  ჩააგდებენ, ან პაციენტს!  სიმპტომების გამოვლენას 14-21 დღე სჭირდებაო  და ამ უპასუხისმგებლო იტალიელის გამო, რისკ ჯგუფში აღმოვჩნდი ასე მშვენივრად.

ვაკვირდები და სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები - აქ ასე კატასტროფული სიჩქარით იმიტომ გავრცელდა ვირუსი, რომ იტალიელებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აკლიათ ჩვენსავით!  

ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაცია დაიცავით და სახლებში დარჩით, რომ როგორმე უმსხვერპლოდ ჩაიაროს ამ მონსტრმა  საქართველოში”, - წერს იტალიაში მცხოვრები ლალი იმედაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კვირის ამბები