

გორის მუნიციპალიტეტის მერია და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამას 20 მაისიდან დაიწყებს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კურსი განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, ავტობუსის მძღოლის პროფესიას დაეუფლონ, ხოლო პროექტის მიზანი საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობაა.
სწავლება 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ცნობისთვის, კურსი „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.