

არასრულწლოვანი ბრალდებულები/მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინიციატივის ფარგლებში, არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს თვეში 60 წუთი სასაუბრო დრო დაუფინანსდებათ.
„უფასო სასაუბრო დროის გამოყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ზარებზე მსჯავრდებულებს სურვილისამებრ შეუძლიათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს“, - აცხადებენ უწყებაში.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.