საზოგადოება
09.05.2024 15:37
გორის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ორგანიზებით გორში ევროპის დღე სიმბოლური გარბენით აღინიშნა

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა.

ღონისძიებაში, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

გარბენის მანძილი 5 კილომეტრი იყო.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ორგანიზებით გაიმართა.

ამასთან, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა.

ცნობისთვის, ევროპის დღე, როგორც ევროკავშირის დაბადების დღე, 9 მაისს აღინიშნება. საქართველო ევროპის დღის აღნიშვნას 2004 წლიდან შეურთდა.

კვირის ამბები