გორში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან, თუმცა, ვირუსული ინფექციის საფრთხის გამო, წარმოდგენების გამართვა შეჩერებულია
გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში მორიგი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან. მსახიობები, ერთგულ მაყურებელს, ამჯერად, ფლორიან ზელენის პიესის - „ვაჟიშვილის“ მიხედვით დადგმულ ახალ სპექტაკლს წარუდგენენ. როგორც გ. ერისთავის სახელობის თეატრში ამბობენ, ცნობილი ფრანგი მწერლის ნაწარმოებისმიხედვით,აღნიშნული სცენარი ევროპის არაერთ ქვეყანაში დადგეს.
მუდამ მომღიმარი ნიკოლასი, დედ-მამის განშორების შემდეგ ხდება მატყუარა, აცდენს გაკვეთილებს და ცხოვრების რთული ეტაპი ეწყება. ბიჭი დარწმუნებულია, რომ მამის სახლში გადასვლითა და სასწავლებლის შეცვლით მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, თუმცა, მოგვიანებით ხვდება, რომ მამის სახლში არავის სჭირდება. ამიტომ ისევ დედასთან დაბრუნებას გადაწყვეტს, მაგრამ....
ჯერჯერობით, უცნობია როდისთვის დაიგეგმება სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით, გ. ერისთავის სახელობის თეატრმა სპექტაკლების ჩვენება გადადო.