გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, 35 წლის ქალი გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფი 13 წლის მოზარდი კი დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.