თბილისის დროით 15:13 საათზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. წმინდა ცეცხლი სამლოცველოდან იერუსალიმის და სრულიად პალესტინის მართლმადიდებელმა პატრიარქმა გამოიტანა.
ტრადიციულად, წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, დღეს, 23:40 საათზე ჩამოიტანენ.
ცნობისთვის, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ მართლმადიდებელი ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ.
ქრისტიანთათვის ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ღამისთევით ჩატარდება.
მორწმუნე ქრისტიანები აღდგომის დღსასწაულზე ერთმანეთს ამგვარად ესალმებიან - ,,ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა“.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი