

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს.
ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან იწმინდება როგორც ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, ისე სანიაღვრე არხები და საფეხმავლო ბილიკები, გაითიბება ბალახი.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, დღესასწაულზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნაგავშემკრები კონტეინერები.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.