ყველაფერი
05.10.2019 12:24
5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
რთული დღე გელით. ეცადეთ, განმარტოვდეთ, რომ პირადი ცხოვრების პრობლემებზე ფიქრი შეძლოთ, რომელთა მოგვარებისთვის მოთმინება და გონიერება დაგჭირდებათ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კურო
კარგი დროა ბიზნესისა და შეთანხმებების გაფორმებისთვის, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თუ საკუთარი პოზიციების დაცვას და ინიციატივის გამოჩენას ვერ შეძლებთ, ეს დღე შესაძლოა, ძალიან რთული აღმოჩნდეს.

ტყუპები
ხელსაყრელი დღეა, რომელიც ძველი გეგმებისა და საინტერესო იდეების განხორციელების საშუალებას მოგცემთ.  მგზავრობა და მოგზაურობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. მეგობრებთან დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

კირჩხიბი
ამ დღეს უამრავი საინტერესო პროექტის განხორციელებას შეძლებთ. დიდხანს ნუ იფიქრებთ და საინტერესო ბიზნესწინადადებას ნებისმიერი პირობებით დათანხმდით. ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს დაგეხმარნენ.

ლომი
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ძალით და ენერგიით აგავსებთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, წარმატებით დასრულდება და ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი გამარჯვებული გამოხვალთ. განსაკუთრებით წარმატებული დღის მეორე ნახევარი იქნება. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც შესაძლოა,  სიყვარულში გადაიზარდოს.

ქალწული
ამ დღეს პირად ცხოვრებაში წარმატება გელით. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, შესაძლოა, გასავალმა შემოსავალს გადააჭარბოს და პრობლემები შეგექმნათ.

სასწორი
დაძაბული დღეა. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ რეალობის ობიექტური შეფასებით შეცვლით. ეცადეთ, ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

მორიელი
ამ დღეს ძლიერდება ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი. სულიერი სიმშვიდისთვის განმარტოება გჭირდებათ. ეცადეთ, გონიერებას მოუხმოთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სწორი ანალიზი გააკეთოთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს ხელსაყრელია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან კონტაქტი. ლომთან ან ვერძთან საინტერესო ნაცნობობა ან რომანტიკული პაემანი გელით. საკამათო საკითხებზე მსჯელობისას კი, ეცადეთ, საკუთარი პოზიციები ნებისმიერ ფასად დაიცვათ.

თხის რქა
მძიმე დღე გელით. მოსალოდნელია დეპრესია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კარგი იქნება, თუ განმარტოვდებით და საკუთარ გრძნობებში კარგად გაერკვევით.

მერწყული
შესაძლოა, თავი იჩინოს პრობლემამ, რომელიც  შეუსრულებელ ვალდებულებას უკავშირდება. მზად იყავით იმისთვის, რომ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც გეგმავდით. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს გაუმკლავდებით, თუ მოვლენებს ობიექტურად შეაფასებთ.

თევზები
ამ დღეს ახლობლებს თქვენი დახმარება დაჭირდებათ. გირჩევთ, ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით და მერე ეს ტვირთი სანერვიულოდ გექცევათ. ეცადეთ, სულიერი წონასწორობა შეინარჩუნოთ და დეპრესიამ არ გაჯობოთ.

 

კვირის ამბები