დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდა 6 და 7 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა, გადაიდო. როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპის გადადების მიზეზი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებები გახდა.
უწყების ცნობით, აპლიკანტებს განახლებული ინფორმაციის მიღება 2020 წლის 20 მარტისთვის შეეძლებათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - https://directors.mes.gov.ge/
ცნობისთვის, 2020 წლის 6 და 7 მარტს, დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდა უნდა ჩატარებულიყო:
სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“
მისამართი: ქალაქი ქობულეთი, რუსთაველის N154
სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
მისამართი: ქალაქი თბილისი, გურამ ფანჯიკიძის N3
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მისამართი: ქალაქი თბილისი, კოსტავას N68 (I კორპუსი).