

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტომ, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ღია ბაზრობა - Flea Market, გამართა.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გორელი ხელოვანების დამზადებული ნივთები, აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმი შეეძინათ.
მსურველები, ასევე, ჩაერთნენ ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეის მასტერკლასებში.
გამოფენა-გაყიდვა ლომჭაბუკის სკვერში გაიმართა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.