30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება. თარიღი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციატივით 2004 წლიდან აღინიშნება.
როგორც ბიბლიოთეკარები ამბობენ, ბიბლიოთეკა მხოლოდ სივრცე და წიგნები არ არის, ბიბლიოთეკა იმ ადამიანების ერთობლიობაა, რომლებიც ქვეყანას და საზოგადოებას ერთგულად და უანგაროდ ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი ბიბლიოთეკაა საქართველოში მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით, უნიკალური რარიტეტული მასალით, ელექტრონული ბაზებით, პატენტებით, საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირებით და ფოტო ასლებით, არაერთი მეცნიერის, მწერლის თუ საზოგადო მოღვაწის პირადი ბიბლიოთეკით და კოლექციით.
საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, 80-წლიანი არსებობის მანძილზე, საბიბლიოთეკო საქმიანობასთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობაში, ასევე, უმნიშვნელოვანესია რეგიონში არსებული ბიბლიოთეკების როლი საზოგადოების განათლების მიმართულებით.