

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, სასურველ პროგრამაზე
დარეგისტრირება 16 მაისამდეა შესაძლებელი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა წარმატებული კარიერის საწინდარია და უმოკლეს დროში დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.
„პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მსურველმა მეტი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე 032 2 200 220“, - აცხადებენ სააგენტოში.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.