საზოგადოება
25.04.2024 14:13
გორში წიგნის გაჩუქების აქცია მოეწყო

გორის მწერალთა სახლის ინიციატივით, წიგნის გაჩუქების აქცია მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში, მწერალთა სახლის თანამშრომლებმა მოქალაქეებს თანამედროვე გორელი ავტორების წიგნები აჩუქეს, ასევე, გორის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება გამართა.

რაც შეეხება ღონისძიებებს, გორის ახალგაზრდულ ბიბლიოთეკას 12 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ და მათ თანამედროვე მწერლის - ჯემალ ინჯიას თარგმანი „მსოფლიო პოეზიის ზარდახშა“ და რელიგიური შინაარსის წიგნი „შარავანდედით მოსილნი“ გადაეცათ, ასევე, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ბიბლიოთეკის პროგრამების და პროექტების შესახებ.

ცნობისთვის, წიგნის გაჩუქების აქცია წიგნის მსოფლიო დღეს გაიმართა. 23 აპრილი იუნესკომ წიგნის და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ 1995 წელს გამოაცხადა და ახალგაზრდებს მოუწოდა, მეტი ეკითხათ.

წიგნის ჩუქების ტრადიციას კი უძველესი ისტორია აქვს. გასული საუკუნის 20-იან წლებში წიგნი ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად ითვლებოდა.
კვირის ამბები