დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ჭრა-კერვის და მოდელირების ახალი სასწავლო კურსი იხსნება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართელობაში აცხადებენ, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, პროექტის ბენეფიციარები სამეწარმეო და ფონდების მოძიების უნარ-ჩვევებსაც განივითარებენ. ტრენერების დახმარებით, ასევე, მოამზადებენ ბიზნეს გეგმებსაც.
სასწავლო პროგრამას ორგანიზაცია „ნაბიჯი განვითარებისათვის“ ახორციელებს, პროექტის - „ქალთა გაძლიერება, სწავლება-გადამზადების გზით“ ფარგლებში.
მსურველების შერჩევა 7 მაისამდე გრძელდება.
რაც შეეხება კურსის ხანგრძლივობას 3 თვეა (კვირაში 2 დღე, დღეში 3 სთ).
დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკონ ნომერზე: 596 105 777.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ