რეგიონი
24.04.2024 12:31
შიდა ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საციხურში, რუისში, საღოლაშენში, ბებნისსა და ახალსოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება რუსი-ბებნისის დამაკავშირებელ გზას. თითოეული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ჯამში, 8 კმ-ზე მეტი გზის საფარი მოეწყობა.

ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად გაეცნო. რწმუნებულის თქმით, სამუშაოები გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და ადგილობრივებს მალე შეეძლებათ განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობა.

კვირის ამბები