რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 15 წლამდელებს შორის გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შვიდი მედალი მოიპოვეს.
მოპოვებული მედლებიდან ოთხი - ოქროს, ერთი - ვერცხლის, ორი კი ბრინჯაოს სინჯისაა.
ტურნირის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები ზურა დოთიაშვილი (38 კგ.), საბა მინდიაშვილი (41 კგ.), გიორგი სიჭინავა (48 კგ.) და რატი რევაზაშვილი (68 კგ.) გახდნენ.
თემურ თუთარაშვილმა (48 კგ.) ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
გიორგი ქარელი (38 კგ.) და საბა პაპაშვილი (68 კგ.) შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილით დაასრულა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ