გორის საკალათბურთო გუნდი „ივერიონი“ სუპერლიგის პლეიოფის მომდევნო შეხვედრებს 24 და 25 აპრილს გამართავს.
„ივერიონი“ გურჯაანის „დელტას“ დაუპირისპირდება. საკალათბურთო მატჩი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ პლეიოფის პირველი ორი შეხვედრა გურჯაანში ჩატარდა. პირველი თამაში გურჯაანის „დელტას“ სასარგებლოდ, ანგარიშით 80:77 დასრულდა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას „ივერიონმა“ გურჯაანის გუნდი 78:76 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ „ივერიონი“, რომელიც სამი წლის წინ დაარსდა, სუპერლიგის დებიუტანტია და პირველივე სეზონში საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტიც გახდა. გუნდი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით ასპარეზობს.17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, 2014 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გამოაცხადა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას - სუს-ი.