„გაზაფხულის ლიდერთა ბანაკი 2024“ დასრულდა.
პროექტში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ბანაკში კონკურსის წესით შერჩეული 80 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი ბაკურიანში სამ-სამი დღით ორ ეტაპად იმყოფებოდნენ.
„ინიციატივის მიზანია პროექტების წერის, ლიდერული და მართვის უნარების გაუმჯობესება. პროექტი კი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ თანადაფინანსებით განხორციელდა“, - აცხადებენ გორის მერიაში.ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს