საზოგადოება
23.04.2024 13:08
შიდა ქართლის გუბერნატორი სლოვაკეთის დელეგაციის წარმომადგენელს შეხვდა

შიდა ქართლის გუბერნატორი ლევან ხარაბაძე სლოვაკური ორგანიზაცია - „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელს იან ცინგელს შეხვდა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი გელა ზოზიაშვილი  ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრი“ SlovakAid-ის ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან სასმელი წყლის სისტემის მოწყობას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს გაყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

რწმუნებულის თქმით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების მოგვარების მიზნით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრლობა, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. როგორც ლევან ხარაბაძემ აღნიშნა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში, ჩაერთოს როგორც პროექტის დაგეგმვის, ისე განხორცელების პროცესში. გარდა ამისა, ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენლებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციას.
კვირის ამბები