საზოგადოება
22.04.2024 14:33
გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა ფოტოგრაფიის საფუძვლების შესწავლის ორთვიან კურსზე მონაწილეთა მიღება გამოაცხადა

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ფოტოგრაფიის საფუძვლების შესწავლის ორთვიან კურსზე მონაწილეთა მიღებას აცხადებს.

პროექტი „Art House 20 24“-ის ფარგლებში ტარდება და ფოტოგრაფიის საფუძვლების შესწავლა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16-26 წლის ახალგაზრდებს შეუძლია.

„მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც კურსის 80%-ს დაესწრება და შესაბამის დავალებებს შეასრულებს, მონაწილეობას მიიღებს Art-ბანაკში, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 26 აპრილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ავრცელებს.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ცნობისთვის, პროექტი „Art House 20 24“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.
კვირის ამბები