სპორტი
22.04.2024 12:02
ბადრი ხატისკაცი სუმოში ბრანდერბურგის ევროპის თასის ჩემპიონია

გორელი სუმოისტი ბადრი ხატისკაცი სუმოში ბრანდერბურგის ევროპის თასის ჩემპიონია.

შეჯიბრის მიმდინარეობისას სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ხატისკაცმა გერმანელი, ესტონელი, ფრანგი, უნგრელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ფინალურ პაექრობაში კი ქართველ სპორტსმენს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ბადრი ხატისკაცმა სუმოს მეექვსე ევროპის თასი მოიგო.

სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპელექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.  ხატისკაცი ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაშიც წარმატებით ასპარეზობდა. ამჟამად, ხატისკაცი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს.

კვირის ამბები