

ვერცხლის ტბა, იგივე ტობავარჩხილის ტბა სამეგრელოში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ვერცხლის ტბა ყველაზე დიდი ტბაა ეგრისის ქედზე, გზად კიდევ 6 პატარა ტბას შეხვდებით.
ფეხით სასიარულო გზა სოფელი მუხურადან იწყება, მარშუტი საკმაოდ რთულია, როდესაც ქვეითთა გზას დაადგებით, მრავალ ადგილას შეხვდებით ,,მარკირებას“, ის მგზავრებს საშუალებას აძლევს, გზას არ აცდენენ და სწორი მიმართულებით იარონ. იმისთვის, რომ ტობავარჩხილის ტბა მოინახულოთ, 3-4 დღე-ღამე დაგჭირდებათ.
მოლაშქრეებს ხშირად ადგილობრივები ეხმარებიან. ვიზიტორები ვერცხლის ტბას ძირითადად აგვისტოში სტუმრობენ, სექტემბრის ბოლოს ეგრისის ქედის ეს ნაწილი თოვლით იფარება. ყოველწლიურად ვერცხლის ტბას 1500-2000 ტურისტი სტუმრობს.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი