კულტურა
16.04.2024 13:24
კულტურის სამინისტრომ კონკურსის - „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის - „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ - გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო. სამინისტროს  37-მა განმცხადებელმა მიმართა და 23 გამარჯვებული პროექტით გათვალისწინებული 38 კონცერტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

რაც შეეხება გამარჯვებულ პროექტებს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, დაფინანსდება დევნილი, ა(ა)იპ ხალხური ცეკვისა და სიმღერის აკადემიური ანსამბლი „ნართების“ გასტროლები რეგიონებში, ანსამბლი კონცერტებს ტყიბულსა და ჭიათურაში გამართავს. ასევე, დაფინანსდება სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“, რომელიც პროექტის - „ერისიონი - ქართული საგანძური“ ფარგლებში, კონცერტებს გორსა და ბორჯომში გამართავს.

ცნიბისთვის, 2023 წელსაც კონკურსის ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო. სამინისტროს  50-მა განმცხადებელმა მიმართა. 22 პროექტი დაფინანსდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა თუ დაბებში 41 კონცერტი გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობა  280-მა ხელოვანმა მიიღო.
კვირის ამბები