

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები კესო ლომაია (გორის №9), მარიამ გელაძე (გორის №9), ანანო აბალაკი (გორის №4), ნოდარ კოლოტაშვილი (კარბის სკოლა) 2024 წლის „საუკეთესო მოქართულეს“ კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.
„დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი რეგიონული, ტრადიციული კონკურსი გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, ასევე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით და ხელშეწყობით ჩატარდა.
კონკურსში გამარჯვებულები 14 აპრილს - „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.