

გორში ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენები - „Georgian Spring 2024“ და „Golden Cup 2024“ გაიმართა.
ღონისძიებას გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
გამოფენას მონაწილეები თორმეტი ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან და იაპონიიდან სტუმრობდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის მიზანი ძაღლების ჯიშობრივი ხარისხის და გენოფონდის გაუმჯობესება, ამასთანავე, კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაა.
„გამოფენა გორში მერიის თანადაფინანსებით მეორედ ეწყობა. პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ახორციელებს.
ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველწლიურად იმართება“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენები გორში მეორედ ჩატარდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.