

გორში, ამ საღამოს მომხდარი კიდევ ერთი ავარიის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ოთხივე დაშავებული კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, 20-დან 25 წლმდე ასაკის პაციენტებს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ, ერთ-ერთი მათგანის - 22 წლის ახალგაზდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავის ტრავმა აღენიშნება, უკიდურესად მძიმეა. კლინიკაში შეყვანისას იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტი რეანიმაციულ დეპარტამენტშია მოთავსებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს