

„საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს განაგრძობს.
სოფელ საქაშეთი-სასირეთის ტერიტორიაზე ნატანი მასის და დანალექი გრუნტისგან ზედა რუს სარწყავი სისტემის დაახლოებით 3 კმ სიგრძის მაგისტრალური არხი გაიწმინდა.
სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს და, შედეგად, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების 2000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
როგორც „საქართველოს მელიორაციაში“ აცხადებენ, მოწესრიგებული სარწყავი სისტემით სოფელ ქვემო ნიქოზის, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის მეურნეობის, საქაშეთის, სასირეთის, რუისის და ურბნისის ფართობები ირწყვება.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.