გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დასახლების ყველა ქუჩაზე მიმდინარეობს. ასფალტის საფარი 2 620 მეტრზე დაიგება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტის მიხედვით ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, სანიაღვრე არხებიც მოეწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 499 498 ლარია.
როგორც მერიაში აცხადებენ, საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხი არასდროს ყოფილა, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ