„დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო მოთავსებული, მაგრამ მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი არ იყო. გამოკვლევის შედეგი ახლა ცნობილია. მე-13 პაციენტი დაინფიცირდა იტალიიდან ჩამოსული იმ პირისგან, რომელსაც მანამდე 2 პირი ჰყავდა დაინფიცირებული“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, სტაბილურია.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ