გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი რომელიც მალე დასრულდება სოფელ არაშენდასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაა.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, საგზაო ნიშნები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრეები.
„სოფელ არაშენდასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2390 მეტრი, სამუშაოების ღირებულება კი 1 570 736 ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ მძღოლებს და ქვეითებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ მერიაში.