კულტურა
08.04.2024 15:14
„ზაალ მაჩაბელი და სცენისმოყვარეობა სამაჩაბლოში“ - პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის ახალი მონოგრაფია გამოვიდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მორიგი მონოგრაფია - „ზაალ მაჩაბელი და სცენისმოყვარეობა სამაჩაბლოში“ გამოვიდა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაშრომში შესწავლილია მასალები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიიდან. ამ თემატიკის წინა პლანზე წამოწევა კი ხელს შეუწყობს რეგიონის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფურცლების სწორი ორიენტირებით გააზრების მნიშვნელოვან საქმეს.

„ტექსტი საინტერესო იქნება ჰუმანიტარული პროფილის სამეცნიერო საზოგადოებისთვის, სტუდენტებისთვის და საკითხით დაინტერესებული მკითხველისთვის“, - აცხადებენ გორის უნივერსიტეტში.

წიგნის რედაქტორები არიან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ივანე მთვარელიძე და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამილა გოგოლაძე

კვირის ამბები