გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების თანადაფინანსებით საზაფხულო ბანაკის პროექტი განხორციელდება.
„გაზაფხულის ლიდერთა ბანაკი 2024“-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 9 აპრილს დასრულდება, კონკურსის წესით შერჩეული ახალგაზრდები კი სამდღიან ტრენინგზე გაემგზავრებიან.
„პროექტში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
ინიციატივის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტების წერის, ლიდერული და მართვის უნარების გაუმჯობესებაა.
ბანაკში მონაწილეობის მიზნით 80 ახალგაზრდა კონკურსის წესით შეირჩევა. ისინი 12-დან 20 აპრილის ჩათვლით, ბაკურიანში ორ ეტაპად გაემგზავრებიან“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https:// docs.google. com/…/12Af1d-8AgKR5BR8uTw… / viewform…